[ნაციონალური მოძრაობის] ფრაქციის მხრიდან მუშაობის მოლოდინი არც აქამდე ყოფილა და არც ახლა არის – გია ვოლსკი

by ვაჩე ხრიკული
0 comment

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი ფიქრობს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნით მხოლოდ დაძაბულობის კიდევ ერთი კერის შექმნა სურს და სხვა საკითხებზე საგნობრივ მსჯელობას არ ელოდება.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის მიერ პარლამენტში მუშაობის მოლოდინი არ აქვს.

„თურმე როგორ ცუდად ექცეოდნენ ადამიანს, რომელმაც თავი გამოიჩინა ციხეებში დესპოტური მართვით. მათი გეგმაა, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას და იყოს დამატებითი, ახალი დაძაბულობის კერა, თუმცა ამჯერად არა საქმეზე საუბრისთვის, არამედ გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებზე საუბრისთვის. იმ მიზნებზე, რაც „ნაცმოძრაობის“ სტრატეგიულ გეგმაში მიხეილ სააკაშვილმა ჩამოაყალიბა. ნიკანორ მელიამ თქვა, კომისიის გარდა, სხვა საკითხებზეც უნდა ვიმსჯელოთო, მაგრამ პარლამენტში ამ ფრაქციის მხრიდან მუშაობის მოლოდინი არც აქამდე ყოფილა და არც ახლა არის. მათი მიზანია, სააკაშვილის მითითება იყოს შესრულებული, დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, თურმე როგორ ცუდად ექცეოდნენ ადამიანს, რომელმაც თავი გამოიჩინა ციხეებში დესპოტური მართვით და მის მიმართ როგორ არის დანაშაული ჩადენილი. მათი მხრიდან სხვა თემებზე პოზიციის დაფიქსირება მოსალოდნელი არ არის“– განაცხადა გია ვოლსკიმ.

You may also like

Leave a Comment