3 656 ახალი შემთხვევა, 3 066 გამოჯანმრთელებული, 32 გარდაცვლილი, 2 290 აცრილი – 17 იანვრის კოვიდსტატისტიკა

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

​დღეს საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 3 656  ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. სულ ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 711 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით –  16 196, PCR ტესტით – 13 515. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირდა 999 343 ადამიანი.

ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ისგან განიკურნა 3 066 ადამიანი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 931 507-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში კოროავირუსით დაინფიცირებული 32 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდს საქართველოში 14 481  ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 2 290 ადამიანი, ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე სულ აცრილია – 2 612 313, ადამიანი.

ამჟამად კარანტინის რეჟიმში იმყოფება  54 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 500, ხოლო კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 2 092.

You may also like

Leave a Comment