230
„მიხეილ სააკაშვილი არის მსჯავრდებული, მას აქვს მისჯილი ბრალი კონკრეტულ დანაშაულებზე და მოიხდის სასჯელს ისე, როგორც ყველა პატიმარი“ – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
კალაძე აღნიშნულით, მეუფე ნიკოლოზის ინიციატივას გამოეხმაურა. სასულიერო პირი ხელისუფლებას სთავაზობს მიხეილ სააკაშვილმა პატიმრობის ვადა მის ეპარქიაში, შინაპატიმრობაში მოიხადოს. მეუფის აზრით, აღნიშნული ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს განმუხტავს.
კალაძის განცხადებით კი, ქვეყანაში არანაირი პოლიტიკური კრიზისი არაა
“პოლიტიკური კრიზისი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, ქვეყანაში არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს” – განაცხადა კალაძემ.