6 351 ახალი შემთხვევა, 3 043 გამოჯანმრთელებული, 27 გარდაცვლილი, 2 656  აცრილი – 20 იანვრის კოვიდსტატისტიკა

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

დღეს საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 6 351  ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. სულ ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 306 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით –  18 896 , PCR ტესტით –  19 410. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირდა 1 021 943  ადამიანი.

ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ისგან განიკურნა  3 043 ადამიანი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 946 255 -ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში კოროავირუსით დაინფიცირებული 27 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდს საქართველოში  14 582  ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 2 656 ადამიანი, ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე სულ აცრილია –  – 2 635 602, ადამიანი.

ამჟამად კარანტინის რეჟიმში იმყოფება  46 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –  4 443, ხოლო კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1 746.

You may also like

Leave a Comment