მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე ბრალდებული 4 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე ბრალდებული 4 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი კერატიშვილმა ბრალდებულებს: გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებს აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა 5000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ ბრალდებულებთან შეთანხმებით, პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება უდაოდ ცნო, ამასთან ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს. ამის საფუძველზე კი ადვოკატებმა მკაცრი აღკვთი ღონისძიების – პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა დააყენეს, რასაც ბრალდების მხარეც დაეთანხმა.

You may also like

Leave a Comment