დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, 60 წელს ზემოთ ადამიანების ფინანსურმა წახალისებამ ვაქცინაციის პროცესის ზრდაზე იმოქმედა.
“ბევრი ვარიანტი განიხილება, როგორ შეიძლება მოსახლეობის გონებამდე მივიდეთ, რომ თავიანთ სიცოცხლეს გაუფრთხილდნენ” – განაცხადა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში”.
მისივე თქმით, ფინანსური წახალისება ე.წ. “ბუსტერ” დოზაზე მხოლოდ ასაკოვან ადამიანებზე განიხილება.
იმნაძემ ვაქცინაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აცრა სიკვდილისგან მნიშვნელოვნად იცავს.
“შვეიცარიელების კვლევა გამოქვეყნდა და გამოვიდა, რომ ორჯერ აცრა „ომიკრონის“ შემთხვევაში სიკვდილისგან 9-ჯერ იცავს, ანუ ადამიანს 9-ჯერ ნაკლები რისკი აქვს სიკვდილის, ხოლო „ბუსტერი“ 40-ჯერ მეტად იცავს. ვაქცინები ინფიცირებისგან ნაკლებად გვიცავენ, მაგრამ სიკვდილისგან ძალიან ეფექტიანად გვიცავენ.