მსახიობი რუსუდან კიკნაძე გარდაიცვალა 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

ქართველი მსახიობი რუსუდან კიკნაძე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რუსუდან კიკნაძემ 1969 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში: “გიორგობისთვე“, “ფერისცვალება”, “მონანიება”, “ვედრება” , “ფესვები”, “სინათლე ჩვენს ფანჯრებში”, “თვალი პატიოსანი”, “დანაშაული მოხდა”, “ბილიკები ცაში”.

რუსუდან კიკნაძემ ცხოვრების ბოლო პერიოდი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარა.

წყარო: 1tv

You may also like

Leave a Comment