რუსეთი: ავიამიმოსვლის აღსადგენად საქართველოში რუსოფობიული განწყობა უნდა დასრულდეს 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

“ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება განვლილი მოვლენებიდან დასკვნებს გამოიტანს და რუსეთთან დაბალანსებულ პოლიტიკა ექნება” – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ​გამოქვეყნებულ კითხვა-პასუხში ვკითხულობთ, რომელიც პრესკონფერენციის მიხედვით არის მომზადებული.

​რუსეთის მხარე აცხადებს, რომ საქართველოსთან დაწესებული შეზღუდვები “ქართველი რადიკალების” ბრალია და იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლა აღდგეს, საჭიროა საქართველოსი რუსოფობია დასრულდეს და აქ რუსებისთვის უსაფრთხო გარემო იყოს.

“რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები დროებითია. ეს საკითხი ჩვენს ბევრ საჯარო კომენტარში განვიხილეთ და მოხსნის პირობებიც არაერთხელ დავაყენეთ. ქართულმა მხარემ ეს აღნიშნული. პირობებს შორისაა, საქართველოში სტაბილიზაცია, საქართველოში რუსოფობიური კამპანიის დასრულება და ჩვენი მოქალაქეებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. ასევე, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ სანიტარული და ეპიდემიოლოგიური გარემოებები.

აღნიშნული შეზღუდვების დაწესება ქართველი რადიკალების მიერ მოწყობილი პროვოკაციების საპასუხოდ მოგვიწია. ამავდროულად, ჩვენ ვრჩებით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების, უთანხმოების დაძლევისა და ორმხრივი კავშირების აღდგენისა და განმტკიცების ერთგულნი, რაც ჩვენი ხალხების ინტერესებს შეესაბამება, თუმცა ეს პროცესი ორმხრივი უნდა იყოს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება განვლილი მოვლენებიდან დასკვნებს გამოიტანს და რუსეთის მიმართ უფრო დაბალანსებული პოლიტიკა ექნება” – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ მასალაში.

You may also like

Leave a Comment