ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, კვლავ მეტად საყურადღებოა წლამდე ასაკის ბავშვები. სხვა შემთხვევაში კი, თუ ბავშვს მაღალი ტემპერატურა არ აღენიშნება, ან თუ ტემპერატურა დამწევს ექვემდებარება, არ აქვს თანხმლები სიმპტომები, როგორიცაა ძლიერი ხველა და ა.შ. მისი მართვა სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი.
“პროტოკოლი შეიცვალა, მეტად საყურადღებო, ბუნებრივია, რჩება წლამდე ასაკი ბავშვი. სხვა შემთხვევაში თუ ბავშვს არ აქვს მაღალი ტემპერატურა დიდი ხნის განმავლობაში, რომელიც არ ექვემდებარება სიცხის დამწევს, ან არ აქვს სხვა თანხმლები სიმპტომები, ძლიერი ხველა, მისი მართვა სრულიად წარმატებით არის შესაძლებელი სახლის პირობებში. მითითებაა იმ კრიტერიუმებზე, როდის არის საჭირო ბავშვის ჰოსპიტალიზაცია, რაც საკმაოდ სტრესულია ბავშვისთვისაც, მშობლისთვისაც და იწვევს სისტემის გადატვირთვას,”- აცხადებს თამარ გაბუნია.