თბილისში, ისნის მეტროსადგურზე, პოლიციელი ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდა. სამართალდამცველი მას გამეტებით მხოლოდ იმის გამო ურტყამდა, რომ მის კითხვებს ვერ პასუხობდა.
ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე პოლიციელს ბიჭის მეგობრები უხსნიდნენ, რომ ახალგაზრდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე იყო, მას არც ესმოდა, არც საუბარი შეეძლო და შესაბამისად, ვერც მის კითხვებს უპასუხებდა.
მომხდარის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო, პირველ რიგში, გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელის მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, რომელიც, შესაძლოა, არღვევდეს ადამიანის უფლებებს.
მედიასაშუალებებში მიმდინარე წლის 24 იანვარს გავრცელდა თბილისის მეტროპოლიტენში გადაღებული ვიდეომასალა, სადაც პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტია ასახული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე დაიწყო ფაქტის მოკვლევა, რომლის ფარგლებში მოპოვებული მასალები უკვე გადაუგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელის მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო,”- ნათქვამია განცხადებაში.
იხ. ვიდეო
[videopack id=”6541″]https://videos.files.wordpress.com/vZQV438w/272642280_595811581509268_253176691769939646_n.mp4[/videopack]