206
სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სააგენტო დევნილ ოჯახებს ბინის მოძიებაში დახმარებას და ქირით დაუყოვნებლივ გადაყვანას სთავაზობს. სურვილის შემთხვევაში კი მათ შესაძლებლობა ეძლევათ, ექსპლუატაციაში მიუღებელი ბინებიც წარმოადგინონ და სააგენტო მათ ამ საცხოვრებელ ფართს შეუძენს.
“ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის მიზნით, თბილისის, ზუგდიდისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებთან აქტიურად მიმდინარეობს მიწის მოძიებისა და სააგენტოსთვის გადმოცემის სამუშაოები,” – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.