1-ლი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს 2 ახალი უწყება ჩაანაცვლებს

by oninfo.ge
0 comment

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად 1-ლი მარტიდან  ორი ახალი უწყება იქმნება – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა განმარტა,  აღნიშნული სამსახურების ხელმძღვანელების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდება. კონკურსის შედეგად, თითოეულ თანამდებობაზე არანაკლებ 2 და არა უმეტეს 5 კანდიდატი შეირჩევა, რომელიც პრემიერმინისტრს წარედგინება. თავის მხრივ, მთავრობის ხელმძღვანელი 2-2 კანდიდატს შეარჩევს, რომელსაც პარლამენტს წარუდგენს.

“როგორც იცით კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად 1-ლი მარტიდან იქმნება ორი ახალი უწყება.

პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური და სპეციალური საგამოძიებო სამსახური. ამ სამსახურების ხელმძღვანელების შესარჩევად გამოცხადდება კონკურსი, უკვე შექმნილი არის კანდიდატების ორივე საკონკურსო კომისია.

იმ კრიტერიუმთაგან, რომლითაც კომისიები იხელმძღვანელებენ, მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების ან სამართალდამცავი ორგანოს სისტემაში ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

კონკურსის შედეგად თითოეულ თანამდებობაზე შეირჩევა არანაკლებ 2 და არა უმეტეს 5 კანდიდატი. ჩემთვის წარმოდგენილი კანდიდატებიდან საქართველოს პარლამენტს წარვუდგენ 2 კანდიდატურას, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად და ასევე 2 კანდიდატს პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

You may also like

Leave a Comment