ვხედავთ ყველა ინდიკატორს იმისა, რომ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას თებერვლის შუა რიცხვებში დაიწყებს- შერმანი

by შორენა პირველი
0 comment

,,ჩვენ ვხედავთ ყველა ინდიკატორს იმისა, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას თებერვლის შუა რიცხვებში დაიწყებს”,- ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პირველმა მოადგილემ უენდი შერმანმა განაცხადა. თუმცა, მისივე თქმით,  არ იცის მიიღო თუ არა პუტინმა საბოლოო გადაწყვეტილება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვარაუდობს, რომ 4 თებერვლის პეკინის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია მოსკოვის გეგმებზე გავლენას იქონიებს.

„მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი პუტინი იქ იქნება. სი ძინპინმა, შესაძლოა სთხოვა, ამ დროისთვის არ მოხდეს უკრაინაზე თავდასხმა, რასაც შეიძლება გავლენა მოეხდინა დროსა და მათი აზრების მსვლელობაზე“ , – აცხადებს შერმანი.

ის ეჭვობს, რომ რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვამაც კი არ იცის, საბოლოო ჯამში, პრეზიდენტი რას მოიმოქმედებს.

„ვფიქრობ, რომ მათ იციან სამხედრო მომზადებისა და ჯარების გამოყენების შესახებ, მაგრამ ვეჭვობ, პუტინს აქვს თავისი გეგმები“, – აღნიშნა შერმანმა.

You may also like

Leave a Comment