რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში “არამკითხე მოამბეობა” სრული შეურაცხადობა და მოღალატეობაა-ჯონდი ბაღათურია

by შორენა პირველი
0 comment

ქართული დასის ლიდერი, ანალიტიკოსი ჯონდი ბაღათურია მიიჩნევს, რომ უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით საქართველომ ძალიან ფრთხილი პოზიცია უნდა დაიკავოს და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაერიოს. ამის შესახებ მან  გადაცემა ,,დღისა კომენტარში” სტუმრობისას ისაუბრა. ბაღათურიას თქმით, რუსეთს უკან დახევის რესურსი და მანევრისთვის სივრცე პრაქტიკულად აღარ რჩება.

“თქვენმა მეზობელმა ფანჯარასთან ტყვიამფრქვევი რომ დაამონტაჟოს და თქვენს სახლს დაუმიზნოს, თქვენ რა რეაქცია გექნებათ? ცხადია, ხელს შეუშლით, რომც გეუბნებოდეს, რომ სროლას არ აპირებს”- ჯონდი ბაღათურია.

“დაძაბულობა რუსეთსა და უკრაინას შორის კი არ მატულობს, არამედ დაძაბულობა მატულობს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, კოლექტიურ დასავლეთსა და რუსეთს შორის.  ეს  თემა იმდენად სენსიტიურია რუსეთსთვის, რომ მას უკან დახევის რესურსი და მანევრისთვის სივრცე პრაქტიკულად არ რჩება. საკითხი ეხება ძალიან მარტივად გასაგებ ამბავს: მოსკოვს მიაჩნია, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება, რაც აქამდე ხდებოდა, საფრთხეს უქმნის მის უსაფრთხოებას. მდგომარეობა არის რთული და ამავე დროს მარტივად გასაგები, თქვენმა მეზობელმა ფანჯარასთან რომ ტყვიამფრქვევი დაამონტაჟოს და თქვენს სახლს დაუმიზნოს, თქვენ რა რეაქცია გექნებათ? ცხადია, ხელს შეუშლით, რომც გეუბნებოდეს, რომ სროლას არ აპირებს, რადგან ეს არ არის დამამშვიდებელი არგუმენტი. თუ სროლას არ აპირებს, ტყვიამფრქვევი არ უნდა იყოს თქვენზე დამიზნებული.

ნატოს წევრმა ბულგარეთმა უარი განაცხადა მის ტერიტორიაზე ნატოს ძალების განთავსებაზე, რადგან ამით თავს საფრთხეში იგდებდა. ზუსტად იგივეა უკრაინის და საქართველოს საკითხი. უკრაინის ხელისუფლებას ომი არ აწყობს, მაგრამ აწყობს დაძაბულობა, რათა შეერთებულ შტატებს გრანტები, დახმარებები გამოსძალოს.

აქ საქართველოს გამოკვეხება სრულიად უადგილოა. საქართველომ უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით ძალიან ფრთხილი პოზიცია უნდა დაიკავოს. ეს თამაში არ არის.  რუსეთს აქვს აშკარა სამხედრო უპირატესობა კოლექტიური დასავლეთთან შედარებით. ეს დასავლეთშიც  ესმით. S 500-ით მოსკოვს შეუძლია კოსმოსიდან მოხსნას თანამგზავრები; რაც შეეხება თავდასხმით სისტემებს, უკვე ორი ნაბიჯით გაასწრეს. რეალურად, ნატოს თავდაცვითი სისტემა რუსეთის სარაკეტო სისტემამ ჯართად გადააქცია. დასავლეთის სამხედრო სისტემას ორი პრობლემა აქვს, ერთი, რომ ვერ ხედავს ამ სარაკეტო სისტემას და რომც დაინახოს, ვერ ეწევა მას, იმხელა სიჩქარე გააჩნია. რუსეთი ხვდება, რომ ეს შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც მათ გაეხსნათ, ხვალ შეიძლება დაეხუროთ, ამიტომ ცდილობენ საკითხი ახლო მომავალში გადაწყვიტონ. მიუხედავად ამისა, რუსი სამხედროები პირდაპირ განმარტავენ, რომ უკრაინა-რუსეთის საზღვარზე ნატოს სარაკეტო სისტემა განთავების შემთხვევაში, მოსკოვი ხუთ წუთში განადგურდება.  გასაგებია როგორ საფრთხედ აღიქვამენ ამ ყველაფერს რუსები? ამიტომ ისინი ამას  არ დაუშვებენ არც უკრაინაში, არც ბალტიისპირეთში, პოლონეთსა თუ რუმინეთში; არ დაუშვეს ბულგარეთში. აქ გაკვეხება და არამკითხე მოამბეობა სრული შეურაცხადობა  ან მოღალატეობაა.  როგორ უნდა გძულდეს შენი ქვეყანა, ეს რომ გააკეთო?! რუსეთი ხომ არ არის ქვეყანა, რომელთანაც ერთი კვირა მაინც შეიძლება იომო?! საერთოდ გაგასწორებენ მიწასთან. ოცდაორმილიონიანი სირია, როდესაც დასავლეთის და რუსეთის დაპირისპირების ასპარეზად გადაიქცა, ფაქტობრრივად, აღარ არის, ფაქტობრივად,”-აცხადებს ბაღათურია.

You may also like

Leave a Comment