“ვიღაცებს, რომც არ უნდოდეთ, ჩვენ დავაბრუნებთ ჩვენს უკრაინას სლავურ წიაღში. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ” – ეს განცხადება ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ პარლამენტის წინაშე წარდგომისას განაცხადა. მისი თქმით, დასავლეთი ხელოვნურად რევს ურთიერთობებს რუსეთსა და უკრაინას შორის.
“დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია სისხლში ჩაახრჩოს რუსულ-უკრაინული ძმობა, ჩვენი სლავური ძმობა. მაგრამ ჩვენ, მონათესავე სლავური ერები ვართ, რომლებიც ერთი ნათლობის ემბაზიდან მოვდივართ. ჩვენი ფესვები საუკუნეების წიაღებიდან მოდის და ეს უნდა შევინარჩუნოთ, რა ფასიც არ უნდა დაგვიჯდეს. რადგან ძმობა უფრო დიდი რამ არის, ვიდრე გამოგონილი წყენები და პოლიტიკური ამბიციები. ჩვენი განუწყვეტელი კავშირები – საერთო უსაფრთხოებისა და გადარჩენის საფუძველია. და ვიღაცებს, რომც არ უნდოდეთ, ჩვენ დავაბრუნებთ ჩვენს უკრაინას სლავურ წიაღში. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ”- განაცხადა ლუკაშენკომ.