238
თეთრი სახლი ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს:
„პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მზადყოფნა, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მტკიცე რეაგირება მოახდინონ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში კვლავ შეიჭრება. მან ასევე ხაზი გაუსვა აშშ-ის ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა, რომ გასულ წელს აშშ-მა უკრაინას ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი გადასცა განვითარებისა და ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში და დამატებითი მაკროეკონომიკური მხარდაჭერის შესაძლებლობას სწავლობს, რათა უკრაინის ეკონომიკას დაეხმაროს რუსეთის სამხედრო აქტიურობის შედეგად გამოწვეული ზეწოლის ფონზე“, – ნათქვამია განცხადებაში