მსახიობი და მწერალი გივი სიხარულიძე ვაქცინაციის მოწოდების გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის. ამის შესახებ მან ,,ჯორჯიან თაიმსი”-ის სტუდიაში, ჟურნალისტ მაკა რაზმაძესთან ისაუბრა.
,,ბოდიში უნდა მოვუხადო მთელ მსოფლიოს და არა მარტო ქართველებს, მე შემიყვანეს შეცდომაში. ღრმად მჯეროდა, რომ თუ ვაქცინას გავიკეთებდით, აღარაფერი არ დაგვემართებოდა. მაგრად შევცდი, ასეთი სისულელე ჩემს ცხოვრებაში არ ჩამიდენია. ჯანმოა თუ ჯინჯილომ გვითხრა და ჩემმნაირი ,,დურაკები” აგვავდეს. ვიფიქრე, თუ მართლა არ გაიკეთა ხალხმა, დავიღუპებით, გავუბედურდებით. თავიდან თქვეს, ვინც გაიკეთებს, არ დაემართებაო, ისე მჯეროდა, ქართველ ხალხს ვუთხარი, ვინც არ აიცრება, ქვეყნიდან არის გასაძევებელიმეთქი, იმიტომ რომ ქვეყანა გადარჩესთქო. ვნახე, რომ სუფთა ,,სიაფანდობაა”, მერე თქვეს ორჯერ რომ აიცრები, არ მოკვდები, ახლა მესამეზეა ლაპარაკი. ორიც გავიკეთე, დამემართა, ჩემს ძმაკაცებს სუყველას დაემართა აცრილებს, ყველას პირი აქვს ახვეული, რამხელა შეცდომა დავუშვი, ვინ მომცა იმის უფლება რომ ხალხს მოვუწოდო, რა სულელი ვყოფილვარ, ძალიან გაბრაზებული ვარ ჩემს თავზე. როგორ მჯეროდა, მეთქი, ჩემი ქართველი ხალხი გადარჩეს, თურმე გატყუებენ, შე გონებაჩლუნგო, ჩემს თავზე ვიძახი, სულ სიაფანდობაა ეს ყველაფერი.
https://www.facebook.com/coronacoviddd/videos/676225206729085/