229
თბილისში, ამილახვარის ქუჩაზე მუნიციპალური ინსპეციის წარმომადგენლებმა რამდენიმე უკანონოდ აშენებული სახლი დაანგრიეს. ადგილზე მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა და სამართალდამცავები.
მაცხოვრებლების განცხადებით, მათ წინასწარ ჰქონდათ მიღებული შეტყობინება დემონტაჟთან დაკავშირებით, თუმცა ინსპექციას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად წინააღმდეგობა გაუწიეს. მათ შორის რამდენიმე ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობს და გამგეობის გადაწყვეტილებას ელის დროებითი სახცოვრებლის მისაღებად.