184
წელს თბილისის ინფექციური საავადმყოფო ახალ ლოკაციაზე გადავა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ისაუბრა და კლინიკისთვის პირობების გაუმჯობესება დაანონსა.
“არის ძალიან კარგი ახლადაშენებული შენობა 15 ათას კვ/მ-მდე, რომლის გარემონტებაზე და წელს გადაყვანაზე გვაქვს აღებული პასუხისმგებლობა. ამ პირობას აუცილებლად შევასრულებთ” – განაცხადა აზარაშვილმა.
ამჟამად ინფექციური საავადმყოფო ყაზბეგის გამზირ #6- ში მდებარეობს. თუმცა შენობები კომპანია ავერსის საკუთრებაა და იჯარას 2018 წელს გაუვიდა ვადა.