169
პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსის “ომირკონ” შტამი დაუდასტურდა. ინფორმაცია მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა.
“საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსის ომიკრონი შტამი დაუდასტურდა. მთავრობის მეთაური თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. პრემიერმინისტრი სრულად ვაქცინირებულია. მას კოვიდ-19 გეგმური ტესტირების ფარგლებში დაუდასტურდა”- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.