30 იანვრის ღამეს აფეთქება მოხდა ტყიბულში, მინდელის შახტაში. დაშავდა 9 ადამიანი, თუმცა ერთერთი მძიმე დაზიანებების გამო მალევე გარდაიცვალა.

“კლინიკაში არის 8 პაციენტი. მათგან ერთი, სხეულის 60%-იანი თერმული დამწვრობით მოთავსებულია რეანიმაციაში, 3 პაციენტი ემერჯენსის განყოფილებაშია, მიმდინარეობს დამატებითი კვლევები. 4 ადამიანი მოთავსებულია დამწვრობის განყოფილებაში.

რეანიმაციაში მოთავსებულ პაციენტს აღენიშნება ზედა კიდურების, სახის, სხეულის ტორსის დამწვრობა. მისი მდგომარეობა სერიოზულად მძიმეა. დაწყებულია ანტიშოკური მკურნალობა”- აცხადებს კლინიკის წარმომადგენელი, სადაც დაშავებულები გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტის გამოძიება უკვე დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

You may also like

Leave a Comment