საქართველოს ისტორიაში პირველად, 8-12 თებერვალს კურორტი თეთნულდი ფრირაიდის მსოფლიო ტურის უმაღლესი დონის საკვალიფიკაციო შეჯიბრებებს უმასპინძლებს. ღონისძიებაში 20 ქვეყნის 120-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის ირაკლი ჭირაქაძის განცხადებით, მსგავსი შეჯიბრებები ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდას და ტურისტების მოზიდვას ემსახურება.
,,მსოფლიოში ახალ გავრცელებული ,,ფრირაიდი” ტარდება გაუკვალავ ტრასაზე, რთულ რელიეფზე და ყოველწლიურად ძალიან პოპულარული ხდება. ჩვენ ამაყები ვართ, რომ ,,თეთნულდმა” საკვალიფიკაციო ეტაპების ჩატარების უფლება მოიპოვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სამომავლოდ. შარშან ჩამოსული იყო ექსპერტების ჯგუფი საფრანგეთიდან, რომელმაც შეისწავლა საქართველოს სამთო კურორტები და სირთულის მიხედვით შეარჩია თეთნულდი. უსაფრთხოების თვალსაზრისით ღონისძიებას შსს-ს ვეტმფრენები და მედეიკოსთა ბრიგადები მოემსახურება. ასევე ძალიან გვეხმარება მესტიის მუნიციპალიტეტი, მთელი საქართველო ჩართული ამ პროცესში და ველოდებით სულმოუთქმელად.”- განაცხადა ირაკლი ჭირაქაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის დღის ეთერში.
https://fb.watch/aUZHQFvKgg/