,,უკრაინის ნატოსკენ გეზის აღების შემდგომ მოხდა ქვეყნის გაყოფა, ომი, უდიდესი ოლქების დაკარგვა, ყირიმის ნახევარკუნძულის ჩაბარება, უამრავი დევნილი და დაღუპული”-მამა ანდრია

by შორენა პირველი
0 comment
,,ომზე საშინელი არაფერია და საცოდაობაა როდესაც სავარძელში მოკალათებული ადამიანები აღფრთოვანებით მოუწოდებენ სხვას ომისკენ.. იქნება დაფიქრდეთ ეს რა ტრაგედიაა?-” რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს ბერი ანდრია გეწაძე ეხმაურება:
,,რას ნიშნავს დიდება უკრაინას? დიდება მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის!
ვისაც უკრაინის დროშები და მათი შეიარაღების სურათები გამოგაქვთ უკეთესი იქნება ვიფიქროთ, როგორ მივიდა აქამდე მდგომარეობა?
თუ სიკეთე გვინდა ამ ქვეყნისთვის მოწოდებაზე უკეთესი იქნება მოლაპარაკებისკენ რუსეთთან.
ომის შემთხვევაში კი ბევრს დაკარგავს ისედაც დასუსტებული ქვეყანა!
ომზე საშინელი არაფერია და საცოდაობაა როდესაც სავარძელში მოკალათებული ადამიანები აღფრთოვანებით მოუწოდებენ სხვას ომისკენ.. იქნება დაფიქრდეთ ეს რა ტრაგედიაა?
უკრაინაში ვიცხოვრე 7 წელი ზუსტად იმ დროს როცა ე.წ. პრორუსული ხელისუფლება იყო და მერე შეცვალეს ძალის გამოყენებით, მე ვნახე რა ხდებოდა მაშინ და რა მოხდა მერე..
მათი ნატოსკენ გეზის აღების შემდგომ მოხდა ქვეყნის გაყოფა, ომი, უდიდესი ოლქების დაკარგვა (ლუგანსკი, დონეცკი) ყირიმის ნახევარკუნძულის ჩაბარება, უამრავი დევნილი და დაღუპული, ეკონომიკური კრიზისი როცა დოლარი ხუთჯერ გაძვირდა და ასევე ფასებიც.. თითქმის ასეა დღემდე.
ერთადერთი რაც გააკეთა კიევში პროევროპულმა მთავრობამ ეს იყო გეიაღლუმი, რომელიც მანამდე არ ჩატარებულა!
ეს შედეგი მოაქვს სამხედრო ბლოკში შესვლის უგუნურ სურვილს და არ გათვალისწინებას იმისა რა ხდება გარშემო!
ღმერთმა მშვიდობა მისცეს უკრაინელ და რუს ხალხს.. ძმურ სლავ ერებს!
ეს არის მტრის ვერაგობა რომ ძმები გადაკიდა ერთმანეთს!”-წერს მამა ანდრია.

You may also like

Leave a Comment