224
საქართველოზე შეყვარებული ბრიტანელი ფოტოგრაფი ადრიან სკოფემი თავის ახალ პროექტს საქართველოს უძღვნის და ფოტოგადაღებებზე იწვევს ყველას, ვისაც ნინო და გიორგი ჰქვია.
,,შენი სახელია ნინო?
შენი სახელია გიორგი?
თუ კი, გთხოვ გამომეხმაურე!
მე ვარ ადრიანი, საქართველოზე შეყვარებული ფოტოგრაფი ლონდონიდან და უკვე 8 წელია რაც თბილისში ვცხოვრობ.
ვიწყებ ახალ ფოტო პროექტს, რომელიც ეძღვნება თქვენს ლამაზ სამშობლოს და უპირველეს ყოვლისა – თქვენ.
ამისათვის მჭირდება თქვენი დახმარება და ჩართულობა:
მე ვეძებ თვითმყოფად და გულღია ადამიანებს, რომლებსაც სურვილი აქვთ წვლილი შეიტანონ ჩემი იდეის განხორციელებაში. არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, საცხოვრებელ ადგილს, პროფესიას, საქმიანობის სფეროს, სოციალურ თუ სხვა სტატუსს.
შეგიძლია განაცხადი გააკეთო შეთვის, შენი 8 წლის შვილიშვილის ან 80 წლის ბაბუასათვის.
რას გთავაზობთ მე:
თქვენთვის სასურველ დროს Მე თავად მოვალ თქვენთვის მოსახერხებელ ადგილას და მოვაწყობთ ფოტო-გადაღებას.
გადაღებიდან Რამოდენიმე დღეში მე გამოგიგზავნით ფოტოების ციფრულ ვერსიას. თქვენ შეძლებთ მათ ნახვას მაგრამ არა გამოქვეყნებას. პროექტის დასრულების და გამოქვეყნების შემდეგ, თქვენ მიიღებთ თქვენს ფოტოებს დაბეჭდილი სახით.
რას ველი თქვენგან:
თქვენ ნებას მრთავთ გადაგიღოთ ფოტოები და გამოვაქვეყნო ისინი მცირე ტექსტის ან ინტერვიუს დართვით, მედიაში, მსოფლიოს მასშტაბით.
თქვენ წერილობით მიდასტურებთ თანხმობას პროექტში მონაწილებასა და ფოტოების გამოქვეყნებაზე.
რა არის ჩემი დიდი გეგმა?
მე მიზნად მაქვს აღნიშნულ პროექტს დავუთმო მთელი 2022 წელი. ამ პროექტში ჩავდებ საკუთარ ფინანსურ სახსრებს, ასევე ვგეგმავ დაფინანსების მოპოვებას. საბოლოოდ მსურს გამოფენის მოწყობა და ფოტო-წიგნის გამოცემა. ეს ყველაფერი მხარდაჭერის მასშტაბზეა დამოკიდებული.
Რატომ ვაკეთებ ამას?
ჩემი დიდი ხნის ოცნებაა შევქმნა პორტრეტი თანამედროვე საქართველოსი – ფოტოებით გადმოვცე ქართველების ყოვედღიური ყოფა და ისტორიები. ნინო და გიორგი ყველაზე გავრცელებული სახელებია, რომლებსაც ასევე კავშირი აქვთ ქართველების, როგორც ერის ჩამოყალიბებასთან. ჩემს სამშობლოში, ინგლისში უმრავლესობა ფიქრობს, რომ “ჯორჯია” არის ამერიკაში. ასე, რომ ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანია მოვუთხრო ხალხს სად არის საქართველო, ვინ არიანი ქართველები და რას ფიქრობენ ისინი.
რამდენ ხანს გრძელდება ფოტოსესია?
როგორც წესი, მე დამჭირდება არაუმეტეს 1 საათის გატარება თქვენთან.
Რა ტიპის ფოტოებს ვიღებ?
ამაზე შეგვიძლია შევთანხმდეთ: შეიძლება ეს იყოს როგორც კლასიკური პორტრეტი, ასევე პორტრეტები გარემოში.
Რაც შეეხება სხვა სახელებს?
თუ ეს პროექტი წარმატებული გამოდგა, შესაძლებელია მას მომავალში უფრო ფართო მასშტაბი მიეცეს.
2022 წელს კი მივუძღვნი მხოლოდ ნინოს და გიორგის.
Რა არის შესარჩევი კრიტერიუმი?
Მე ვეძებნებისმიერი ასაკის, ფართო სპექტრის ტიპაჟებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
გთხოვთ შეავსოთ კითხვარი, რომელიც დამეხმარება არჩევანის გაკეთებაში. პასუხს შერჩევის, ასევე არ შერჩევის შესახებ აუცილებლად განცობებთ.
შეიძლება განაცხადი გავაკეთი სხვის ნაცვლად?
დიახ, 100%, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი დათანხმდნენ მონაწილეობას. მე არ მექნება დრო ვინმეს დასაყოლიებლად.
რატომ უნდა მივიღო მონაწილეობა?
საქართველო არის ულამაზესი და განსაკუთრებული ქვეყანა. ეს პროექტი კიდევ უკეთ ჩაახედებს ქართველებს საკუთარი ხალხის ყოფაში, ხოლო უცხოელებს გააცნობს საქართველოს.
ინგლისურის ცოდნა აუცილებელია?
არა, თუმცა ეს საქმეს გააიოლებს.
თუ ინგლისურად არ საუბრობ, არ იდარდო, ყველა პროცესი წარიმართება ქართულ ენაზე.
როდის დავიწყებთ?
ეს დამოკიდებულია აპლიკანტების რაოდენობაზე და საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაზე.
სად შეიძლება გაეცნოთ ჩემს ნამუშევრებს?
ჩემი ნამუშევრები სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: www.adrianscoffham.com
მე არ მქვია ნინო ან გიორგი მაგრამ მსურს პირადი/ღონისძიების/ საქორწინო ფოტოსესია, როგორ მოვიქცე?
გთხოვ, მომწერეთ და სიამოვნებით დაგეხმარებით.
გთხოვთ გაუზიარეთ ეს პროექტი მეგობრებს, ნაცნობებს და ყველას ვინც შეიძლება დაინტერესდეს.”-წერს ადრიან სკოფემი.