პეკინში ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების ცერემონიალი ოფიციალურად გაიხსნა

by ნინი ფალავანდიშვილი
0 comment

პეკინში ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების ცერემონიალი ოფიციალურად გაიხსნა.

ცერემონიალში 3,000-მდე სპორტსმენი იღებს მონაწილეობას და 4 მილიარდი დოლარის ოდენობით ბიუჯეტია გამოყოფილი. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა 1 წუთიანი ფეხზე მდგომი ოვაცია მიიღო. ცერემონიალს ასევე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაესწრო, ხოლო დასავლური ქვეყნების ლიდერების უმეტესობამ ცერემონიალს ბოიკოტი გამოუცხადა. მიზეზი ჩინეთის მიერ ადამიანების უფლებების დარღვევაა, რომელიც უიღური მუსლიმების წინააღმდეგ მიმდინარეობს.

ცნობისთვის, უიღურები სინძიანის პროვინციაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობათა ჯგუფია. გაეროს მონაცემებით,  სახელმწიფოს მხრიდან მათ წინააღმდეგ აქტიურად მიმდინარეობს ადამიანური უფლებების მკაცრი დარღვევა. თვითონ ჩინეთი ბრალდებებს უარყოფს.

ტაივანელი ათლეტები იძულებულები გახდნენ რომ სტადიონზე “ჩინეთის ტაიპეის” ბანერით შესულიყვნენ. ტაივანის ჯგუფს განზრახული ჰქონდა, რომ ბოიკოტი გამოეცხადებინათ თამაშისთვის, თუმცა ორგანიზატორების დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე მაინც მიიღეს მონაწილეობა.

პეკინი პირველი ქალაქი გახდა, რომელიც ზამთრისა და ზაფხულის ოლიმპიურ ცერემონიალს მასპინძლობს

You may also like

Leave a Comment