დავით ზალკალიანს “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში იბარებს

by ვაჩე ხრიკული
0 comment

პარტია “ნაციონალური მოძრაობა” საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს პარლამენტში იბარებს. ამის შესახებ პარტიის წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. საკითხი უკრაინის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და მას ში საქართველოს როლს ეხება.

“უკრაინაში რუსული აგრესიისა და დასავლეთის მხრიდან შეკავების ახალი არქიტექტურის ფონზე, რეგიონში იქმნება ახალი რეალობა და ეს არის დიდი შანსი, რომელიც საქართველომ უნდა გამოიყენოს. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ხელისუფლების მხრიდან სრულ უმოქმედობას ვხედავთ. ამიტომ, როგორც ეს რეზოლუციის შემთხვევაში მოხდა, როგორც ეს მოხდა უკრაინაში ვიზიტის შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც სწორედ ოპოზიციამ უნდა იტვირთოს ხელისუფლების ფუნქცია და სწორედ ოპოზიციამ უნდა დაიცვას ქვეყნის ეროვნული ინტერესები.

ჩვენ ვითხოვთ, რომ ზალკალიანი გამოცხადდეს კომიტეტზე, უპირველეს ყოვლისა, იმისთვის, რომ განვიხილოთ ჩრდილოეთის, ბალტიისა და შავი ზღვის ახალი თანამშრომლობის ფორმატში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ეს არის მცდელობა, რომ შეიქმნას ახალი კეთილდღეობისა და უსაფრთხოების სარტყელი რეგიონში და საქართველომ უნდა შეძლოს და გამოიყენოს ეს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის სარტყელი. ეს არ არის ნატო-სა და ევროკავშირის ალტერნატივა, მაგრამ, როგორც მან განმარტა, ეს არის შესაძლებლობა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებამდეც მივიღოთ უსაფრთხოება და კეთილდღეობა“ – განაცხადა ბოკუჩავამ.

You may also like

Leave a Comment