216
კიევში, გენერალური პროკურორის მრჩეველს, ზურაბ ადეიშვილს უცნობი პირები თავს დაესხნენ. „უკრაინსკაია პრავდა“-ს ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს ქუჩაში უცნობი პირები მიუახლოვდნენ და სცემეს. გამოცემა წერს, რომ მომხდარი ადეიშვილის საქართველოში მოღვაწეობას უკავშირდება.
კიევის პოლიციის ინფორმაციით, ცემის ფაქტის შესახებ ტვერსკის ქუჩაზე არსებული სამედიცინო დაწესებულებისგან შეიტყვეს, რომელშიც ნაცემი ადეიშვილი გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, დაზარალებულს ქუჩაში ოთხი უცნობი ადამიანი მიუახლოვდა, სცემა და მიიმალა.
მედიის ინფორმაციით, ადეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.