სემეკი „თელასსა“ და „თელმიკოში“ მონიტორინგს ახორციელებს

by oninfo.ge
0 comment

სემეკმა „თელასსა“ და „თელმიკოში“ მონიტორინგი დაიწყო.  სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას თქმით,  სამუშაო ჯგუფი „თელასში“ დილიდან იმყოფება . მისივე განმარტებით,  აღნიშნული მონიტორინგის საფუძველზე  მრიცხველებიდან მონაცემების აღების სისწორის დადგენილ წესებთან შეუსაბამობის და სხვა ფაქტების შესწავლა მოხდება.  აღნიშნული პროცესი 3 მარტს დასრულდება და შედეგები კომისიას წარედგინება.

„მონიტორინგი იქნება გასვლითი, სამუშაო ჯგუფი დილიდან იმყოფება „თელასში“. სწავლობენ მრიცხველებიდან მონაცემების აღების სისწორეს, შემდეგ უკვე დარიცხვის კანონიერებას, თუ რამდენად სწორად არის დარიცხვები გაკეთებული, როგორ იგზავნება ქვითრები, ხომ არ არის რაიმე სახის ჩვენ მიერ დადგენილ წესებთან შეუსაბამობა და მომხმარებელთა ინფორმირებასთან დაკავშირებულ საკითხებს შეისწავლიან, ასევე ნახავენ მონაცემთა ბაზას, სადაც ფორმირდება დარიცხვები, მოხმარებული ენერგიის შესახებ ინფორმაცია და საიდანაც ხდება შემდეგ უკვე ქვითრების გაგზავნა. ასე ვთქვათ, სრულ ციკლს, მონაცემების აღებიდან გადახდამდე შეისწავლიან და ნახავენ ჩვენს წესებთან შესაბამისობას“, – განაცხადა ნარმანიამ

მისივე ინფორმაციით, არსებითი დარღვევების შემთხვევაში, მარეგულირებელი კომისია გაორმაგებულ ჯარიმებს გამოიყენებს.

„თუ იქნება არსებითი ხასიათის დარღვევები, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება გაორმაგებული ჯარიმები გამოვიყენოთ. სხვა შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს სიტყვიერი გაფრთხილება, გააჩნია დარღვევის შინაარსს და მოცულობას“, – აღნიშნა ნარმანიამ.

 

 

You may also like

Leave a Comment