„ჯერჯერობით იზოლაციის ვადა უსიმპტომო პირებისთვის კვალავ 8 დღე რჩება, თუმცა მიმდინარე კვირაში ჩვენ ექსპერტებთან ერთად დამატებით ვიმსჯელებთ”-თამარ გაბუნია

by ნინი ფალავანდიშვილი
0 comment

„ჯერჯერობით იზოლაციის ვადა უსიმპტომო პირებისთვის კვალავ 8 დღე რჩება, თუმცა მიმდინარე კვირაში ჩვენ ექსპერტებთან ერთად დამატებით ვიმსჯელებთ.”-ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ისაუბრა.

გაბუნიას განცხადებით, სხვა ქვეყნებში არსებობს უარყოფითი პასუხის შემთხვევაში უსიმპტომო პაციენტების მე-5 დღეს ჩვეული აქტივობის გაგრძელების პრაქტიკა. ამ კვირაში ამ საკითხის შესახებ დამატებითი მსჯელობა ჩატარდება, ვინაიდან სამედიცინო პერსონალში ვირუსის გავრცელება საკმაოდ აქტიურია და ამით სამუშაო ადგილზე მათ დროულ დაბრუნებას ხელი შეეწყობა.

სხვა ქვეყნების გამოცდილება არსებობს, სადაც მე-5 დღეს ტარდება ტესტი და უარყოფით შემთხვევაში პირმა შეიძლება გააგრძელოს აქტივობა პირბადის გამოყენებით. ეს მოდელები სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს. აქცენტი მეტად კეთდება იმ პროფესიებზე, ვისი დატვირთვა და სამსახურში დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით, კოვიდპროგრამაშიმონაწილე სამედიცინო პერსონალი. ამიტომ ამ კვირაში ამაზე დამატებითი მსჯელობა იქნება და თუკი ექსპერტები მხარს დაუჭერენ იზოლაციის ვადის შემცირებას საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით განცხადებასაც გავაკეთებთ. სამედიცინო პერსონალში ვირუსის გავრცელება საკმაოდ აქტიურია, რაც გასაკვირი არ არის, რადგან პერსონალი მუშაობს მაღალი რისკის გარემოში. სწორედ სამუშაო ადგილზე მათი დროულ დაბრუნებაში შესაძლებელია, დაგვეხმაროს იზოლაციის ვადის ხუთ დღემდე შემცირება.” – განაცხადა გაბუნიამ.

You may also like

Leave a Comment