თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვის საქმის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, ეს ფული სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად იხარჯებოდა. ბრალდების მხარის თქმით კი გიგი უგულავას გახდომა, რომელიც ქვეყანას 114 ათასი ლარი დაუჯდა და სოფო ნიჟარაძის სასტუმროს მომსახურება, რომელიც 5 ათასი ლარი ღირდა, გადაუდებელი აუცილებლობა არ გახლდათ.
ხმაური გამოიწვია დარბაზში მყოფმა თაკო ჩარკვიანმაც, რომელმაც პროკურორებს კორუმპირებულები, სასამართლო პროცესს კი – ისტორიულად სამარცხვინო უწოდა. მოსამართლის მოწოდების შემდეგ თაკო ჩარკვიანი მანდატურებმა დარბაზიდან გაიყვანეს.
იხ. ვიდეო:
კიდევ ერთი პერფომანსი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად შესრულდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, რომელსაც უკრაინის ეროვნული დროშის ფერების მაისური ეცვა და ხელში უკრაინის დროშა ეჭირა, უკრაინის სახელმწიფო ჰიმნი იმღერა.
იხ. ვიდეო:
140