235
ამერიკის დაკარგული მოქალაქე, 39 წლის ალექს ლოიოსი, სამართალდამცველებმა სანზონაში იპოვეს.
დაკარგული ტურისტის ახლობლების ინფორმაციით, ლოიოსი კონტაქტზე 7 თებერვლის შემდეგ აღარ გამოსულა. ბოლოს კი ის ნაცნობმა ტაქსის მძღოლმა ძველ თბილისში, სინაგოგასთან ახლოს შენიშნა. როგორც მძღოლმა სამართალდამცველებს უამბო, ის ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდა, არ ჰქონდა ფული, ჰგავდა დაკარგულს და დაბნეულს.
არსებული ინფორმაციით, ლოიოსმა 7 თებერვალს ჯანმრთელობის გაუარესების გამო საავადმყოფოს მიმართა, რვა თებერვალს კი სასტუმრო დატოვა. ამ ეტაპზე უცხოელი ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.