საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დაწყებამდე რუსული კოვიდ ტესტის გაკეთებაზე უარი განაცხადა,-ამის შესახებ ინფორმაციას, კრემლის მიერ დადასტურების საფუძველზე BBC-ი ავრცელებს.
ფრანგული წყაროები მომხდარის შესახებ კომენტარს აკეთებენ, რომ ტესტი ითვალისწინებდა ჯანმრთელობის პროტოკოლს, რომელიც ფრანგი ლიდერის გრაფიკით გაუთვალისწინებელი იყო. მაკრონმა უარი განაცხადა ტესტზე იმის გამო, რომ ამით რუსეთის პრეზიდენტს მის დნმ-ზე წვდომა ექნებოდა.
ლიდერების შეხვედრა ორშაბათს სოციალური დისტანციურ ნორმებით გაიმართა. მათ ერთმანეთს ხელი არ ჩამოართვეს და 4 მეტრი სიგრძის მაგიდის ირგვლივ დასხდნენ. ფრანგი დიპლომატების თქმით, მაკრონს შეეძლო არჩევანი გაეკთებინა რუსულ PCR ტესტსზე, ან დათანხმებულიყო მკაცრი სოციალური დისტანციის ნორმებს.
წყაროები არ აკონკრეტებენ როგორ შეეძლო პუტის მაკრონის დნმ-ს გამოყენება.
კრემლის განცხადებით, შეხვედრა დისტანციის ნორმების დაცვით ჩატარდა. კრემლის წარმომადგენლის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ინციდენტს საუბრის წარმართვაზე ზეგავლენა არ მოუხდენია.
შეგახსენებთ, რომ რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტის შეხვედრიდან გავრცელებულმა ფოტოებმა საზოგადოების გაკვირვება გამოიწვია. ექსპერტები ვარაუდობდნენ, იყო თუ არა პრეზიდენტების მსგავსი დისტანციით საუბარი პოლიტიკური გზავნილი.