238
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მოზარდს დედ-მამა თვალწინ მოუკლეს. მკვლელმა ჯერ 43 წლის მამაკაცი, გია ჯიბიაშვილი სასიკვდილოდ დაჭრა, შემდეგ კი შენობაში შებრუნდა და სიცოცხლეს მისი 42 წლის მეუღლე, მაკა ზურაბაშვილი გამოასალმა. დანაშაულის მოწმე ცოლ-ქმრის 16 წლის გოგონაა, რომელმაც მშობლების სასტიკი მკვლელობა საკუთარი თვალით იხილა. არასრულწლოვანი ქალიშვილი მკვლელმა ფერმის საცხოვრებლის მეორე სართულზე აიყვანა და სკამზე დააბა.
ძებნილმა დანაშაული სოფლიდან რამდენიმე კილომეტრში, საქონლის ფერმაში, საღამოს საათებში ჩაიდინა. ორმაგი მკვლელობის შემდეგ ის ადგილიდან მიიმალა.
დანაშაულის ჩადენის სავარაუდო მოტივი ფულის გამოძალვას უკავშირდება. გამოძიების მიერ იდენტიფიცირებული პირი 34 წლის მწყემსია, რომელიც ფერმის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდა.