საქართველოში საპენსიო სესხი მცირდება

by oninfo.ge
0 comment

საქართველოში საპენსიო სესხი მცირდება. ამ ეტაპზე 60 წელს გადაცილებული ადამიანები საქართველოში სესხს ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთით იღებენ. პრობლემის მოგვარების საკითხზე დღეს უწყებათაშორისი კომისია შეთანხმდა. სავარაუდოდ, კონკურენციის შედეგად, სესხის პროცენტის ზღვარი 26%-ზე დაბალი იქნება.

ტენდერში ჩართვის გადაწყვეტილების მისაღებად ბანკებს 2-3 კვირიანი დრო აქვთ. წინასწარი ინფორმაციით, დაინტერესებას მინიმუმ სამი მსხვილი ბანკი გამოთქვამს. გამარჯვებული პენსიების და სესხების ახალი პირობებით გაცემას 2023 წლის 1 იანვრიდან დაიწყებს.

ცნობისთვის, ქვეყანას დაახლოებით 800 ათასი პენსიონერი ჰყავს, რომელთა თითქმის ნახევარი სესხით სარგებლობს.

You may also like

Leave a Comment