თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკიდან პაციენტი გადახტა. პირველი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 59 წლის მამაკაცი კლინიკიდან ხვალ უნდა გაეწერათ. მისივე ინფორმაციით, პაციენტს ყველა საკონტროლო ანალიზი ჩაუტარდა, თავს კარგად გრძნობდა და არც ფსიქიკური პრობლემები აღენიშნებოდა.
„პაციენტი მამაკაცი, 59 წლის ჩვენს კლინიკაში შემოვიდა 5 თებერვალს. პაციენტი იყო მძიმე მდგომარეობაში, კოვიდინფიცირებული და მოთავსდა ინტენსიურ განყოფილებაში. ინტენსიურ განყოფილებაში პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა და 8 რიცხვში გადავიდა პალატაში, სადაც ის ორსაწოლიან პალატაში იწვა, მეორე პაციენტთან ერთად. თავს კარგად გრძნობდა, ხვალ ვაპირებდით მის გაწერას, დღეს გაკეთდა ყველა საკონტროლო ანალიზი, მდგომარეობა იყო ძალიან დამაკმაყოფილებელი.
მეორე პაციენტი, რომელიც ამ პაციენტთან ერთად იწვა, დღეს გაეწერა ბინაზე, როდესაც შევიდა სანიტარი, დაალაგა იმ პაციენტის გამო პალატა, რომ იმ ადგილზე ახალი პაციენტი შემოსულიყო, სულ ორი წუთის გამოსული იყო, რომ პაციენტი ფანჯრიდან გადახტა. არავითარი ფსიქიკური პრობლემები არ ჰქონდა, პირიქით ჩვენთან ყველაზე მშვიდი პაციენტი იყო. ოჯახმაც თქვა, რომ არ ჰქონია არავითარი ფსიქიური პრობლემა“,- განაცხადა ლალი ტურძელაძე.
მისივე თქმით, პაციენტის ბიოლოგიური სიკვდილი 19:00 სთ-ზე დადგა.
კლინიკაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.