„ომიკრონის” დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს-ირაკლი ღარიბაშვილი

by შორენა პირველი
0 comment

მწვანე ბარათების გამოყენებამ აზრი დაკარგა- ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვიილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნული საკითხი და ევროპული ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკაც. ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით, ჩვენ აღარ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად აღნიშნული ბარათების ფუნქციონირება. აზრი დაკარგა „მწვანე ბარათების“ გამოყენებამ. თავდაპირველად ჩვენი მიზანი იყო ვაქცინაციის წახალისება, მაგრამ „ომიკრონის” დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს. ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივ ემართება „ომიკრონი“. მაგალითად, მე ვარ ერთი მაგალითი – მქონდა სხვა შტამი გასულ წელს, ორჯერ ვიყავი აცრილი „ფაიზერის“ ვაქცინით, მაგრამ მაინც დამემართა „ომიკრონი“. მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურ შემთხვევებში ძალიან მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს აღნიშნული ვირუსი. მიდგომა შეიცვალა, რადგან აზრი დაკარგა „მწვანე ბარათის“ გამოყენებამ, ამიტომ ჩავთვალეთ საჭირო მისი გაუქმება. ევროპულმა ქვეყნებმა და ამერიკამ, ყველამ გახსნეს და აღარავინ ფიქრობს შეზღუდვებზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

You may also like

Leave a Comment