საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილმა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეათე სხდომაში მიიღო მონაწილეობა

ავტორი ნინი ფალავანდიშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილმა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეათე სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ბრიუსელში, ევროპარლამენტში გაიმართა,-ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით კომიტეტის სხდომაზე ნიკო თათულაშვილმა დემოკრატიული რეფორმების კონსოლიდაციასა და საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლების დაცვის საკითხების შესახებ ისაუბრა.

“ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე პრემიერის მრჩეველმა დემოკრატიული რეფორმების კონსოლიდაციასა და საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლების დაცვის საკითხებზე ისაუბრა. ნიკო თათულაშვილმა ყურადღება დაუთმო საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას, ბოლო წლებში განხორციელებულ სისტემურ რეფორმებს, მიღწევებსა და გამოწვევებს.

კომიტეტის სხდომის ფარგლებში ასევე, ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში საქართველოს სექტორული ინტეგრაციის პროცესზე.”-ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

You may also like

დატოვეთ კომენატრი