თიანეთის ყოფილი მერი და პარლამენტის ყოფილი წევრი თამაზ მეჭიაური გარდაიცვალა

by ნინი ფალავანდიშვილი
0 comment

თიანეთის ყოფილი მერი და პარლამენტის ყოფილი წევრი თამაზ მეჭიაური გარდაიცვალა,-ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკოსის შვილი, კახა მეჭიაური სოციალური ქსელის “ფეისბუქის” საშუალებით ავრცელებს.​

გავრცელებული ინფორმაციით, თამაზ მეჭიაური კორონავირუსის შემდგომი გართულებების გამო პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 2 კვირის წინ გადაიყვანეს. პოლიტიკოსი დღეს დილით გარდაიცვალა.

საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლალი ტურძელაძემ აღნიშნა, რომ თამაზ მეჭიაურს სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა.

დღევანდელი პარლამენტის პლენარული სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტარებს წუთიერი დუმილით გარდაცვლილისთვის პატივის მიგება სთხოვა.

 

You may also like

Leave a Comment