,,იმ ხალხის საქმე არ არის გადაწყვიტოს, რა კურსი უნდა ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას, რომელიც მხოლოდ ხელმოწერებით ომობს”-ამის შესახებ “კონსერვატიული მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა რაკლი მარტინენკომ ალტ-ინფოს ეთერში ისაუბრა. მისი განცხადებით, ლიბერალებმა საქართველო იმ მდგომარეობამდე მიიყვანეს, რომ ქვეყანაში ბრძოლისუნარიანობა არის ნული.
“იმ ხალხს, რომელსაც ფასეულობები არ გააჩნია, არ არიან პატრიოტები და თავგანწირვის უნარი არ გააჩნიათ, არ ეკითხებათ რა საგარეო პოლიტიკა უნდა აწარმოოს ქვეყანამ. მათი ბრძოლა გამოიხატება მხოლოდ ხელმოწერებით, პერფომანსებით, ცეკვა-თამაშით და მეტი არაფრით. ამ დროს ბრძოლები ხდება უკრაინასა და რუსეთს შორის, ჩვენს და რუსეთს შორის მომხდარა და კიდევ შეიძლება მოხდეს, ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ. იმ ხალხის საქმე არ არის გადაწყვიტოს, რა კურსი უნდა ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას, რომელიც მხოლოდ ხელმოწერებით ომობს. იმიტომ, რომ მათთვის არ არსებობს ფასეულობა, რისთვისაც ისინი თავგანწირვისთვის იქნებიან მზად. სად გინახავთ ესენი სადმე საომრად წასული?! სად გინახავთ ლიბერალების ნაომარი?! ამათმა საქართველო იმ მდგომარეობამდე მიიყვანეს, რომ ჩვენს ქვეყანაში ბრძოლისუნარიანობა არის ნული. აქედან გამომიდნარე იმ ადამიანებს, რომლებიც არ არიან ბრძოლისუნარიანი, არ ეკითხებათ საგარეო პოლიტიკა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველამ გააცნობიეროს. ვიღაც ,,ქლაბერი” ბიჭები სადღაც რაღაცას ხელს აწერენ, რაც შეურაცხმყოფელია. ესენი წავიდნენ და იმაზე იფიქრონ, რომელი ელექტრო მუსიკა სჯობს კლუბში.”-აცხადებს ირაკლი მარტინენკო.