ბაიდენი: ყველა მინიშნება გვაქვს, რომ რუსეთი მზადაა შეუტიოს უკრაინას, ჩემი ვარაუდით, ეს რამდენიმე დღეში მოხდება

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბულ ურთიერთობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მდგომარეობა უკიდურესად არის დამძიმებული და რუსეთი დღე-დღეზე დაესხმება უკრაინას თავს.

“ჩვენ ყველა მინიშნება გვაქვს, რომ ისინი მზად არიან შევიდნენ უკრაინაში, შეუტიონ უკრაინას”, ჩემი ვარაუდით, ეს მოხდება მომდევნო რამდენიმე დღეში”. – განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენმა თქმით, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გაეროში დღეს გაემგზავრება, ხოლო თავად პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო კომუნიკაცია გეგმაში არ აქვს.

You may also like

Leave a Comment