198
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის ოლქში დასახლება – სტანიცა ლუგანსკი საარტილერიო შეიარაღებით დაბომბეს, ჭურვები მოხვდა საბავშვო ბაღსაც. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია, გაერთიანებული ძალების ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა Unian მომხდარის შესახებ ინფორმაციას ფოტო-ვიდეო მასალასაც ურთავს.
“განსაკუთრებული ცინიზმით რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის რაიონის სოფელი სტანიცია ლუგანსკა დაბომბეს. მძიმე საარტილერიო იარაღის გამოყენების შედეგად ჭურვები საბავშვო ბაღის შენობას მოხვდა” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საბავშო ბაღში ბავშვები არ იმყოფებოდნენ. დაბომბვის შედეგად ორი პირი დაშავდა.