247
,,უსაფრთხოების ქოლგისათვის” იხდის ის ქვეყანა, რომელსაც ასეთ ,,ქოლგას” გადააფარებენ.
გარდა ამისა. სამხედრო ბაზის განლაგება საქართველოში და უკრაინაში ნიშნავს ომს.”-ამის შესახებ პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე საუბრობს.
,,მოკლედ, რა სახის უვიცობას და პრიმიტივიზმს არ ნახავ.
ახლახანს მეგობარმა გამომიგზავნა ვინმე ,,ამერიკა ამერიკას” პოსტი. ავტორი გატაცებით წერს, თუ როგორ ბედნიერად ვიცხოვრებდით, საქართველოში ამერიკელები ბაზას რომ ააშენებდნენ.
ავტორმა ისიც კი იცის, რომ ამერიკელები ამ ბაზაში 4 მილიარდ დოლარს გადაგვიხდიან.
ამის შედეგად ბიუჯეტი გაიზრდება, მოგვაწყდება ტურისტები და ინვესტიციები და იბერია გაბრწყინდება.
ამ სისულელეს 1500 -ზე მეტი ადამიანი იწონებს, ძირითადად, ნაცები.
მათი აზრით, ამ ბედნიერებას ხელს მხოლოდ ივანიშვილის ,,რუსული ადმინისტრაცია” უშლის.
ჩავყევი კომენტარებს და შევწუხდი.
გამახსენდა წერეთელი რომ უხმობდა ნატოს ჯარებს 1989 წლის 9 აპრილს, ჩაის და ბორჯომს რომ უნდა ვერჩინეთ, ენერგეტიკას რომ ხელოვნურად გაზრდილი ინდუსტრიისათვის იყენებდნენ და ეკოციდს გვიწყობდნენ, მერე ბერლინის კედლის დანგრევისთვის შევარდნაძეს რომ მოქონდა მილიარდები და ხალხისთვის დაერიგებინა დასავლეთის მადლიერების ნიშნად, ხან ბაქო-ჯეიჰანით რომ ვიცხოვრებდით უზრუნველად და ხანაც-ბიძინას დარიგებული ფულით.
რომელი ერთი ჩამოვთვალო.
საქმე იმაშია, რომ ჩვენი ხალხის დიდი ნაწილი კვლავ იგივე დამღუპველი ილუზიების ტყვეობაშია, თან მხურვალედ უყვარს ეს ილუზიები, ეჭვიანობს მათზე და აგრესიულია მათ მიმართ, ვინც ამ ილუზიებს შეეხება.
კომენატრებში ერთსაც არ აღეძრა კითხვა- საიდან მოიტანა ავტორმა, ციფრი 4 მილიარდი, ან ის, რომ ამერიკელები ფულს გადაიხდიან?
პირიქითაა.
,,უსაფრთხოების ქოლგისათვის” იხდის ის ქვეყანა, რომელსაც ასეთ ,,ქოლგას” გადააფარებენ.
გარდა ამისა.
ამერიკელების სამხედრო ბაზის განლაგება საქართველოში და უკრაინაში ნიშნავს ომს.
მეორე ვარიანტია რუსეთის, როგორც პოლიტიკური წარმონაქმნის სასწაულებრივი გაქრობა.
ომის შემთხვევაში ავტორის მიერ დახატული საოცნებო ტურისტულ-საინვესტიციო ედემი მხოლოდ პარალელურ სამყაროში შეიძლება წარმოვიდგინოთ, მისივე ფანტაზიაში არსებული 4 მილიარდითურთ.
მეორე შემთხვევაში, თუ მიშამ გამოარღვია ბიძინას ცხრაკლიტული და რუსეთიც სასწაულებრივად გააქრო, ავტორის ოცნება მაინც ვერ განხორციელდება.
თუ რუსეთი გაქრა, მაშ რისთვისღა დაჭირდებათ ამერიკელებს ბაზა, თანაც ასე ძვირად?
მოკლედ, არ გამოდის.
ეს ყველაფერი სასაცილო იქნებოდა, ეს შიზოფრენიაში გადასული აგრესიული ირაციონალიზმი ასეთ მასობრივ ხასიათს რომ არ ატარებდეს.
არადა, სწორედ ასეთი ირაციონალურ განწყობებზე მანიპულაციებით ხდებოდა და ხდება ქვეყნის გარე მართვა, რაც, როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს გაგრძელდება.”-წერს მანჯავიძე.