,,რაც უფრო მეტჯერ იტყვი ,,სლავა უკრაინას”, თითო რუსი ჯარისკაცი კვდება”-გიორგი ქარდავა

by შორენა პირველი
0 comment

,,რაც უფრო მეტჯერ იტყვი ,,სლავა უკრაინას”, თითო რუსი ჯარისკაცი კვდება ამით. ეს არის შამანობა,”-ამის შესახებ კონსერვატიული მოძრაობის გენერალური მდივანი გიორგი ქარდავა ალტ-ინფოს ეთერში აცხადებს.

,,რაც უფრო მეტჯერ იტყვი ,,სლავა უკრაინას” თითო რუსი ჯარისკაცი კვდება ამით. ეს არის შამანობა. სინამდვილეში ლიბერალიზმი რატომ კვდება, ავხსნათ ყველაზე მარტივად და ბანალურად, ყოველგვარი ფილოსოფიის გარეშე: იქიდან მოდის დივიზიები, მატერია და აქედან არის სიტყვა ,,სლავა უკრაინე”. პაპუასურ ტომებში, გამოვა შამანი და ბუმბულებით ცდილობს წვიმის გამოძახებას  ან რაღაცის შეჩერებას. დაახლოებით ასეთ რამესთან გვაქვს საქმე.  იქიდან მოდის ტანკი და აქედან ბუმბულების ქნევით ცდილობენ რაღაცას. ამით თავს იზიანებენ, მტერი შეიარაღდა, ტანკი დაიქოქა და მეორე მხარე ანალოგიურად კი არ ხვდება, ვიღაც გოგონა დგას ხარკოვში და ამბობს ჩვენ მზად ვართ დავხვდეთ რუს ოკუპანტებს. რა მზად ხარ?! მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ომი არ იქნება, მაგრამ მექანიზმი დაქოქილია და  ნებისმიერ წამს შეიძლება გაჩაღდეს.  დაიმსხვრევა ამათი მითები, რომ რუსეთს შეაჩერებენ ცოცხალი ჯაჭვებით, ზელენსკის კლოუნადით და ა. შ.”-აცხადებს გიორგი ქარდავა.

You may also like

Leave a Comment