289
ფაქტები მიუთითებენ, რომ რუსეთი გეგმავს ევროპაში ყველაზე დიდ ომს 1945 წლის შემდეგ, – ამის შესახებ ბორის ჯონსონმა BBC-სთან საუბრისას განაცხადა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტს მიუნხენიდან ესაუბრა, სადაც მსოფლიო ლიდერები უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე იკრიბებიან.
კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა რუსეთის უკრაინაში შეჭრას გარდაუვლად, ჯონსონმა უპასუხა: „ვშიშობ, რომ ეს არის ის, რაზეც ფაქტები მიგვანიშნებს“.
მისივე თქმით, ხალხმა უნდა გაითვალისწინოს არა მხოლოდ უკრაინელების სიცოცხლის პოტენციური დანაკარგი, არამედ – „ახალგაზრდა რუსებისაც“.