დღევანდელი თურქეთის, აზებაიჯანის, სომხეთის და ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ეკლესია-მონასტრების სიას საეკლესიო სამართლის ექსპერტი, თეოლოგი ვარლამ ხათრიძე აქვეყნებს. ექსპერტი აღნიშნავს, რომ თურქეთისა და აზერბაიჯანისგან განსხვავებით სომხეთის რესპუბლიკასთან ქართული ტაძრების სტატუსის საკითხი გადაუჭრელი არ არის.
,,2011 წელს ორი პატრიაქის გადაწყვეტილებით, სიტუაცია დაბალანსდა. მიღებული გადაწყვეტილებით, ქართული ტაძრები სომხეთში ოფიციალურად დარეგისტრირდება მართლმადიდებლურ ტაძრებად და სომხეთში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ეპარქიაც ჩამოყალიბდება. თავის მხრივ სომეხთა პატრიარქმა ქართულ მხარესთან საქართველოში არსებული სომხური 5 ტაძრის სომხეთისთვის გადაცემის საკითხი დააყენა. იმედია,ორი უძველესი ქრისტიანული ქვეყნის ეს შეთანხმება მალე რეალიზდება…”- წერს ექსპერტი.