390
2022 წლის 18 თებერვალს, მსოფლიო პატრიარქი ბართლომე ზალცბურგის კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოს ფრანც ლაკერს შეხვდა.
პატრიარქი მთავარეპისკოპოსს მის რეზიდენციაში ეწვია.
,,შეხვედრების წიგნში” მსოფლიო პატრიარქმა შემდეგი ჩანაწერი დატოვა:
,,დღეს ძმური სიყვარულისა და ორმხრივი პატივისცემის ვითარებაში თანმხლებ პირებთან ერთად შევხვდით ჩვენს ძმას, ზალცბურგის მთავარეპისკოპოს ფრანცს მის რეზიდენციაში. ვისაუბრეთ იმ თემებზე, რომლებიც ჩვენს მოძმე ეკლესიებს ეხება და ვისურვეთ, რომ არ დააყოვნოს ყოველთა გაერთიანების დიადი და ნათელი დღის გათენებამ. ძმა, პაპი ფრანცისკე და ჩემი სიმდაბლე ვმუშაობთ და ვლოცულობთ, სწრაფად დადგეს უფლის ეს დღე”.