,,წმინდა ზიარება რომ დავიცავით, მას შემდეგ ვართ მიზანში ამოღებული”-მამა შალვა კეკელია

by შორენა პირველი
0 comment

დეკანოზი  შალვა კეკელია ე. წ. სასულიერო პირების ფიზიკური დაპირიპირების ამსახველი კადრების გარშემო შექმნილ აჟიოტაჟს ეხმაურება. მისი თქმით, არც ერთი მათგანი არ არის სასულიერო პირი. დეკანოზი ჰყვება, რომ პიროვნება, რომელსაც სცემენ, მამათმავლობდა და მორჩილის კაბის ტარება სასტიკად ჰქონდა აკრძალული.

,,მე მგონია, რომ ეს დადგმული სცენაა ჩემს წინააღმდეგ. ამ ბრძოლას მიჩვეული ვარ. აღდგომის წირვა არ მაპატიეს. ისე ვიბრძოლეთ ამ წირვის ჩასატარებლად და დიახაც, ბოლომდე გავიტანეთ ხალხთან ერთად. დღეს ასჯერ მეტი დაავადებულია და ყველა თავისუფლად დადის. ვიცოდი, რომ ასეც იქნებოდა.  წმინდა ზიარება რომ დავიცავით, იმის შემდეგ ვართ მიზანში ამოღებული. ტაძარი ხალხით არის სავსე, ვიცი, ეს ეშმაკს არ მოსწონს.  ადამიანები, ვისაც ეკლესიის სიკეთე არ უნდა, ვერ ეგუებიან იმას, რომ ტაძარი სავსეა საოცარი ახალგაზრდებით.  ეგ ვიცი, მაგრამ ყველაფერი უნდა იკადრო ამის წინააღმდეგ? შვილსაც კი მიადგნენ…  ყველაფერზე უნდა წახვიდე?”-ამბობს მამა შალვა კეკელია.

https://www.facebook.com/mamashalvakekelia/videos/1304915103328195/

You may also like

Leave a Comment