ბოკერია: უკრაინის მოვლენებმა კიდევ უფრო უტიფარი გახადა მტკიცება, რომ რაიმე ფორმით საქართველოს ან უკრაინის ბრალია პუტინის ქმედებები 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

“პუტინის სამიზნე არის ნებისმიერი წარმატებული სახელმწიფოებრიობა მის საზღვრებთან” – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ უტიფრობაა პუტინის ქმედებების რომელიმე სხვა ქვეყნისთვის დაბრალება.

“პუტინის სამიზნე არის ნებისმიერი წარმატებული სახელმწიფოებრიობა მის საზღვრებთან. იმიტომ, რომ ეს არის ნაწილი მისი ქმედებისა, შეცვალოს ცივი ომის შემდგომი წესრიგი და აღადგინოს საბჭოთა კავშირის დროინდელი გავლენა, რაც ავტომატურად გულისხმობს, რომ ნებისმიერ წარმატებულ სახელმწიფოებრიობას დაუპირისპირდეს აგრესიულად

კატასტროფაა, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც აქამდე ცდილობდა და ახლაც, ალბათ, სხვადასხვა ფორმით, უტიფრად გააგრძელებს ამ ხაზის გატარებას, რომ საქართველოს ან ნებისმიერი მისი ხელისუფლების ბრალია, ნაწილობრივ მაინც, რომ პუტინის რუსეთი იჩენს აგრესიას და რომ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

You may also like

Leave a Comment