“მადლობა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს სიმართლის თქმისთვის – რომ საბუთები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა ჩემსა და თემურ ჯანაშიას უდანაშაულობას, უბრალოდ მოპარულია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან”-სააკაშვილი

by ნინი ფალავანდიშვილი
0 comment

“მადლობა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს სიმართლის თქმისთვის – რომ საბუთები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა ჩემსა და თემურ ჯანაშიას უდანაშაულობას, უბრალოდ მოპარულია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან”,- საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროდან გამოგზავნილი წერილის მეშვეობით საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდის.

სააკაშვილის განცხადებით, ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დამუქრების ბრალდებამ დააბნია.

“ცოტა დამაბნია იმან, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მე მადანაშაულებს, რომ მე მას ვემუქრებოდი. რანაირად უნდა დაემუქროს ვინმეს უუფლებო ტყვე? უბრალოდ გავაფრთხილეთ, რისი გამკეთებელია არსებული რეჟიმი. ყველა შემთხვევაში, კიდევ ერთხელ მადლობა ძირითად საკითხზე სიმართლის თქმისთვის. გაირკვა, რომ თვითონ მოიპარეს დოკუმენტები და ახლა ეს ქურდები მე მასამართლებენ!-ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია სულავამ გამართულ ბრიფინგზე ექსპრეზიდენტის მისამართით განაცხადა, რომ გრიფით საიდუმლო დოკუმენტებთან დაკავშირებით შეუძლია პირადად მიმართოს საქართველოს მთავრობას და მის ადმინისტრაციას.

You may also like

Leave a Comment