საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე საქართველოსა და უკრაინის დროშები გადმოიფინა 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

ორბელიანების სასახლეზე უკრაინის სოლიდარობისა და მხარდაჭერის ნიშნად უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფო დროშები გადმოიფინა. აღნიშნულ ინფორმაციას ფოტოსთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“საქართველო უკრაინის გვერდით დგას და მხარს უჭერს მის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას!” – წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.

პუტინის მიერ დონბასისა და ლუჰანსკის ოლქების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად “აღიარების” შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა “ტვიტერზე” უკრაინის მხარდამჭერი ტვიტიც დაწერა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, რუსეთის სცენარია იგივეა, რაც საქართველოსთან მიმართებაში ჰქონდა.

“საქართველო მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების – დონეცკისა და ლუჰანსკის “აღიარებას”, რაც იმეორებს სცენარს, რომელმაც საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია. საქართველო თქვენს გვერდით დგას, პრეზიდენტო ზელენსკი, და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას” – წერია პრეზიდენტის ტვიტში.

You may also like

Leave a Comment